მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ვენტრიკულომეგალია;
- ვენტრიკულომეგალიის გამომწვევი მიზეზები;
- რა არის ჰიდროცეფალია;
- ჰიდროცეფალიის გამომწვევი მიზეზი;
- რა არის კრანიული ულტრასონოგრაფია.
ვენტრიკულომეგალია ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ახალშობილის ტვინის პარკუჭები გაგანიერდება და მისი ზომები სცილდება ნორმის ფარგლებს.
მისი მიზეზები ზოგადად შესაძლოა იყოს:
- ობსტრუქციული ჰიდროცეფალია;
- ფიზიკური ტრავმები;
- ინფექციური დაავადებები;
- მემკვიდრული ფაქტორები.
ჰიდროცეფალია
ჰიდროცეფალია (ანუ წყალმანკი) პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება.
მისი გამომწვევი მიზეზია, ბალანსის დარღვევა ცერებროსპინალური სითხის წარმოქმნასა და მის სისხლში გადასვლას შორის.
დიგნოზის ზუსტი შეფასებისა და მკურნალობის მეთოდის განსაზღვირსთვის საჭიროა დადგინდეს ისეთი ნიუანსები როგორიცაა მაგალითად, ხომ არ გამოეხატება ჩვილს:
- ჭირვეულობა;
- ღებინება;
- დაჭიმული ყიფლიბანდი;
- თავის ჭერის კონტროლის სისუსტე.
უნდა ჩატარდეს ჰიდროცეფალიის სკრინინგი, რომელიც მოიცავს თავის გარშემოწერილობის მონიტორინგს ყიფლიბანდის დახურვამდე.
სავარაუდოდ საჭირო იქნება კრანიული ულტრასონოგრაფია, რომელიც წარმოადგენს ჩვილებში ყიფლიბანდის დახურვამდე კვლევის სწრაფ, საკმაოდ იაფ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლოა, რომ შეფასდეს ვენტრიკულური ანატომიის ვიზუალიზაცია, დადგინდეს ვენტრიკულური დილატაციის არსებობა და განხორციელდეს პარკუჭთა ზომების მონიტორინგი.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს ან ჩვილთა ასაკობრივ კლინიკაში ნეონატოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neonatologia/17
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!