საკეისრო კვეთის შემდგომი ცხელება - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა.. საკეისრო კვეთის შემდეგ მესამე დღეს დამეწყო სიცხები 37-38 ფარგლებში.მკერდს აბრალებენ ექიმები..ეხო გადამიღეს სისხლის საერთო ანალიზიც გააკეთეს..სიცხე მაქვს ისევ 37.1-37.5რა შიძლება იყოს??
პასუხი:

მოგესალმებით,

საკეისრო კვეთის შემდეგ  ცხელება ინფექციურ გართულებაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ტემპერატურა თავისთავად ათიდან 3 შემთხვევაში ნორმალიზდება.  მშობიარობის შემდგომ ინფექციას ეჭვობენ, თუ მშობიარობიდან პირველი 10 დღის განმავლობაში (პირველი 24 საათის გამოკლებით) სხეულის ტემპერატურა ზედიზედ 2 დღე 38 გრადუსს აღწევს. ექიმი შეისწავლის, როგორ მიმდინარეობდა მშობიარობა, როგორი იყო მშობიარობის შემდგომი პერიოდი და შემდგომ გამოკვლევას ამის მიხედვით ნიშნავს.

ასევე აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ სუბფებრილიტეტს (დაბალი სიცხე), საერთო სისუსტეს, უმადობას და ადვილად დაღლას.

შესაბამისი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თვითნებური მედიკამენტური მკურნალობა დაუშვებელია.

გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ მეან–გინეკოლოგს,  ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა  „ახალ სიცოცხლეში" სადაც ანამნეზის შეკრების შემდეგ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და აუცილებლად დაგეხმარებით.

როგორც მოგვითხრობთ, „მკერდს აბრალებენ ექიმები“ , კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიური სკრინინგი მიზერულ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .

გმადლობთ,  რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა