კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს სკრინინგის ფასი.რამოდენიმე კვირაა რაღაც დისკომპორტს ვგრძნობ მუცლის არეში,თავიდან გაზების დაგროვებით და გამოყოფით გამოიხატებოდა ეხლა კი მაბლოკინებს და ზოგჯერ ყაზბობასაც ვუჩივი,სიცხე არ მაქვს და განავალიც ნორმალური ფერისაა მაინც რა შეიძლება იკოს ,თერაპევტთან ვიზიტი მქონდა მაგრამ მითხრა საგანგაშოს ვერ ვხედავო უბრალოდ მაინტერესებს ზოგჯერ რატომ მომდის ტკივილი უფრო მუცლის ქვედა მხარეს და რა შეილება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ჩართულია და შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სკრინინგი.
რაც ნიშნავს იმას, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქციით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).
ასევე, სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ 50-70 წლის ქალბატონებსა და ბატონებს.
სკრინიგის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31538/mskhvili-nawlavis-kibo-%E2%80%93-gtavazobt-mskhvili-nawlavis-kibos-skrinings,-qirurgiis-erovnuli-centri-ertveba-tbilisis-meriis-mier-gamockhadebul-skriningshi
შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს გასტრიტი. თუმცა, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--  

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა