მოგესალმებით,
ნებისმიერი გინეკოლოგიური მანიპულაციისას საჭიროა ჰიგიენური და ასეპტიური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, რომლის დარღვევისას , რა თქმა უნდა ,შესაძლოა მოხდეს პაციენტის დაინფიცირება, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციით .
თუმცა, თანამედროვე მედიცინაში და მითუმეტეს სკრინინგის ცენტრში ასეთი შემთხვევები თითქმის გამორიცხულია.
რაც შეეხება ინფექციურ და ვენერიულ დაავადებებს, კონტროლის მიზნით, ლაბორატორიული კვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ მომდევნო დღეს ან თქვენთვის მოსახერხებელ დროს.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაგიწევთ მომსახურებას.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება, რომელშიც შედის საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია და პაპ–ტესტი, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს გინეკოლოგიური სარკის ჩადგმისას თუ შეიძლება რომ რამე გადამედოს, არ დამინახია ექიმმა ახალი გახსნა თუ არა და არც ის ვიცი სკამზე ქაღალდი გამოცვლილი იყო თუ არა. პაპ ტესტი გავიკეთე და ჯოხები და ბამბაც არ დამინახია ახალი გამოიღო თუ არა, ფარდის იქით აკეთებდა ყველაფერს ეროვნული სკრინინგ ცენტრში. რამდენ ხანში შემიძლია გავიკეთო ტესტი სხვადასხვა ინფექციურ და ვენერიულ დაავადებებზე რომ დავრწმუნდე რომ არაფერი მჭირს? მადლობა.
პასუხი: