მოგესალმებით,
დასაზუსტებელია, „მარჯვენა მკერდზე ვგრძნობ პატარა რაღაცას“ სავარაუდოდ გულისხმობთ, რომ სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი ისინჯება.
თუ ასეა, მაშინ მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია, თუმცა მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ადგილობრივი ინფექცია საოფლე ჯირკვლების ანთებით - ჰიდრადენიტი, დიფერენცირებისთვის კი საჭიროა უშუალო ვიზიტისას, შეაფასოს მდგომარეობა მამოლოგმა.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კლინიკის სკრინინგ–ცენტრის ოქროს სტანდარტად აღიარებული, მამოლოგიური სკრინინგი, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!