მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რატომ ზომავენ ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქეს;
- რომელ ქრომოსომებს მოიცავს სკრინინგი;
- ორსულობის რა ვადაზე ტარდება ორმაგი და სამმაგი ტესტი;
- კისრის ნაოჭის სისქის ნორმა მე-13 კვირაზე.
ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის ზომის მიხედვით მსჯელობენ გენეტიკური პათოლოგიების არსებობაზე.
სკრინინგ ტესტები მეცამეტე ქრომოსომის (პატაუს სინდრომი), მეთვრამეტე ქრომოსომისა (ედვარდსის სინდრომი) და ნერვული ღეროს დეფექტის არსებობის რისკის შეფასების საშუალებას იძლევა.
ასევე, აღნიშნული ტესტით დაუნის სინდრომის იდენტიფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 97.5%-ია.
ორმაგი ტესტი ორსულობის მე-12 კვირაში ტარდება, ხოლო სამმაგი ტესტი 16-18 კვირამდე.
პათოლოგიისა და დეფექტის არსებობის შემთხვევაში, ექიმი აფასებს რისკებს, რის შემდეგაც, დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება კიდევ დამატებითი გამოკვლევები.
ყოველივე ამის შემდეგ, მეან–გინეკოლოგი საზღვრავს მომდევნო ნაბიჯებს.
აღნიშნული პარამეტრის გაზომვა ხდება მხოლოდ მე-11-დან მე-14 კვირამდე, როდესაც ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა 45-84 მმ-ის ფარგლებშია.
თუ ნაყოფი უფრო პატარა ან უფრო დიდია, კისრის ნაოჭის გაზომვა ინფორმაციული ვერ იქნება და გენეტიკური დაავადებების გამორიცხვაში ვერ დაგვეხმარება.
მე-13 კვირის ვადაზე, კისრის ნაოჭის სისქის ნორმებია – 0,7-2,7 მილიმეტრი. თქვენს შემთხვევაში სანერვიულო არაფერია.
ეჭვის შემთხვევაში, საბოლოო დიაგნოსტირებისათვის, ორსულობის 16-18 კვირის ვადაში, ჩატარდება სამმაგი ტესტი.
შესაძლოა, პარამეტრების ცდომილებას იწვევდეს, სხვადასხვა კლინიკის აპარატურული აღჭურვილობის განსხვავებული სპეციფიკურობა. თუმცა, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ,
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ალეკო დიაკონიძესთან კონსულტაციაზე, სადაც ბატონი ალეკო შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად. ასევე, მოგაწვდით დაწვრილებით და ამომწურავ ინფორმაციას.
გაცნობებთ, რომ კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია თბილი და მაღალკვალიფიციური მედ–პერსონალით, რომლებიც ხელმძღვანელობენ აპრობირებული მეთოდებითა და თანამედროვე გაიდლაინებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!