სარძევე ჯირკვლის ცისტა - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა მაქვს ორი პატარა ზომის ცისტა ანუ ექიმის თქმით საშიში არაა მაგრამ თითქმის ყოველ თვე მკერდის დაბლითა ნაწილში მენსტრუაციის მოსვლამდე გამომებერება და რომ გამივლის ცოტა დამიცხრება რა მიზეზი უნდა იყოს გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

სავარაუდოდ საუბარი გაქვთ სარძევე ჯირკვლის ცისტაზე, რომელთაგანაც ათიდან შვიდი წარმონაქმნი უწყინარია. მათგან ყველაზე მეტად ფიბროადენომაა გავრცელებული. შედარებით იშვიათია ფიბროლიპომა, ლიპომა და სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეები.

სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.

ცისტა  სითხით სავსე მრგვალი ან ოვალური მოძრავი ტომარაა. ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს,  ძალიან იშვიათია მენოპაუზის შემდეგ, თუ ქალი ესტროგენებს არ იღებს. არსებობს მიკროცისტებიც, რომლებსაც მხოლოდ მიკროსკოპით თუ შევამჩნევთ. სითხის მატებისას ისინი მაკროცისტებად გარდაიქმნება. ზოგჯერ ცისტა იმხელა იზრდება, რომ ხელით მოსინჯვის დროსაც შეიგრძნობა.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს  ცისტურ მასტოპათიასთან, მისი კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები დაკავშირებულია მთელ რიგ დისჰორმონულ ცვლილებებთან.

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან კონსულტაციაზე.

ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიური სკრინინგი  მიზერულ  ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა