ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობთ, მაინტერესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების კუჭ ნაწლავის სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსაერთო ანალიზში რომელი პარამეტრები უარესდება ? ანუ რა ცვლილებებია ძირითადად ? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პირველ რიგში სასურველია, ვიცოდეთ, რატომ გაქვთ ეჭვი კონკრეტულად ამ პათოლოგიაზე.
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. კუჭ–ნაწლავი სიმსივნეებს წარმოადგენენ:

  • სწორი ნაწლავის;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის;
  • კოროლექტარული;
  • კუჭის კიბო და ა.შ.

კუჭ–ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება: 

ასევე, ლაბორატორიულ კვლევებში, იკვეთება პათოლოგიები, მაგალითად:

  • სისხლში აღინიშნება ანემია;
  • გამოხატულია მაღალი ედს;
  • განავალი ფარულ სისხლდენაზე დადებითია;
  • კუჭის წვენში მარილმჟავა არ გამოიყოფა.

აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და შესაბამისი ენდოსკოპიური კვლევების ჩატარება, მაგალითად:

  • მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში – კოლონოსკოპია.
  • კუჭის შემთხვევაში – გასტროსკოპია.

ასევე, კიბოს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება შესაბამისი ონკო–მარკერები.
სისხლის საერთო ანალიზში შესაძლებელია, მომატებული იყოს ე.დ.ს. ( ერითროციტების დალექვის სიჩქარე ) თუმცა, ედს–ს მომატება ახასიათებს ინფექციების შემთხვევაშიც.
ამიტომ, ამ შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზი, არ არის ინფორმაციული.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ დიაგნოსტირდება კიბო და თუ მისი მეტასტაზები გავრცელებულია მეზობელ ორგანოებზე, ამ შემთხვევაში, მკურნალობის ერთ–ერთ მეთოდად შეგვიძლია, განვიხილოთ სხივური თერაპია.
თუმცა, წამყვანი როლი, მაინც ქირურგიულ მკურნალობას აკისრია, ოპერაციის შემდგომ ქიმიოთერაპიასთან ერთად.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მოგემსახურებათ შესაბამისად.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ 18 თებერვლიდან ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგში.
აქციით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ პაციენტებს. ( პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებული უნდა იყოს – ქალაქი თბილისი).
სკრინინგის შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ კლინიკის აქციებს, ჩვენს ვებ. გვერდზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა