კითხვა: გამარჯობა, წინაზეც მოგწერეთ და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ესეთი სწრაფი პასუხისთვის და ესეთი ყურადღებისთვის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. თქვენი აზრი მაინტერესებს მკერდი მაქვს ზომაში გადიდებული ცალი და ოდნავ სიმკვრივეს ვგრძნობ, ამ საკითხზე მქონდა წინაზე შეკითხვა, ექიმთან მივალ დაახლოებით 2 კვირაში ტკივილები არ მაქვს უბრალოდ მომენტებში თითქოს ჭვალივით მადგას და სიმძიმეს ვგრძნობ, არ ვარ მეძუძური დედა არც მყავს ჯერ შვილი, ვარ 26 წლის. მაინტერესებს სანამ ექიმთან მივალ მასწავლეს რომ კარგია რივანოლია ხსნარის კომპრესები ( მამოლოგმა ურჩია ჩემს მეგობარს მსგავსს ჩივილებზე და სიმკვრივეც გაუქრა) თუ შეიძლება რომ გავიკეთო ანუ უკუნაჩვენები ხომ არ იქნება ვიცი რომ დისტანციურად მკურნალობა არ ინიშნება უბრალოდ ამ ხსნარის გამოყენებაზე რა აზრისა ხართ მაინტერესებს რომ დავიდო ხოლმე ღამე ან დღის განმავლობაში რამოდენიმე საათით, და ასევე მარილიანი კომპრესებიც ( ანადუღარ წყალში გახსნილი სუფრის მარილი 9 % ხსნარი, ასევე მკერდზე დასადებად) რააინდა ექიმთანაც მოვალ აუცილებლად მაგრამ რადგან წინ მაქვს დაახლოებით 2 კვირა ეს საფენები რო დავიდო თუ შეიძლება... დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიშით დიდი კითხვისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,

ყველა პაციენტს თავისი ინდივიდუალური და შესაბამისი მკურნალობა ენიშნება, აქედან გამომდინარე, რომელიმე ხსნარმა თქვენს მეგობარს თუ მდგომარობა გაუუმჯობესა, თქვენს შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს გაუარესება.

ჩვენს კლინიკაში, მსგავს მეთოდს არ ვიყენებთ, ამიტომ რეკომენდაციას ვერ გავუწევთ.

სასურველია თუ დაელოდებით მამოლოგთან კონსულტაციას და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს მიჰყვებით.

ანოტაციის მიხედვით, თქვენს მიერ აღნიშნული „რივანოლი“ და მარილიანი ხსნარი ,  ძირითადად გამოიყენება კოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში, ახლად დაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.

თავად აღნიშნავთ, რომ ტკივილი არ გაქვთ, არც მკვეთრად გამოხატული სიწითლე, წვა და ა.შ, ანუ თქვენს მიერ აღნიშნული ხსნარები რისთვისაც გამოიყენება, (ანთება, მასტიტი)  ის სიმპტომები არ აღგენიშნებათ.

ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ მიმართავთ ისეთ ღონისძიებებს, რასაც  თანამედროვე მედიცინა არ იყენებს პრაქტიკაში და საზიანო იქნება თქვენთვის.

წინა შეკითხვის შემდეგ, კლინიკაში დაგვემატა მამოლოგიური სკრინინგ აქციები, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე მიზერულ ფასად, ვრცლად შეგიძლით იხილოთ ბმულზე:

სარძევე ჯირკვლის სკრინინგ გამოკვლევა: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-

მამოლოგთან ვიზიტი + ექოსკოპიური კვლევა: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

და აქცია რომელიც წინა შეტყობინებაშიც  შემოგთავაზეთ: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე  577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა