სარძევე ჯირკვლის პათოლოგია - სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა.ორი თვის მყავს ბავშვი და არის ძუძუთი კვებაზე. მარჯვენა მკერდში პატარა სიმაგრე გამიჩნდა მოძრაობს ხელის დადებით და არ მტკივა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რძე არ იქნება. კვანძი ამას ხომ არ ქვია.მამოლოგის კონსულტაცია თუა უფასო.დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.

ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი, ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება.

მამოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეების აქცია დასრულებულია, თუმცა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიური სკრინინგი, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა