PSA სკრინინგი - სკრინინგი

კითხვა: სკრინინგცენტრში მაქვს გამოკვლევა პსა-ს კვლევა და კიდევ საჭიროა თუ არა დამატებითი კვლევის ჩატარება. პასუხი უარყოფითია იმ კვლევაში.
პასუხი:

მოგესალმებით,
PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა და PSA ტესტის პასუხმა კიბოს განვითარების რისკი არ გამოავლინა, ამ შემთხვევაში, თუ სხვა ჩივილები არ გაქვთ, არ არის საჭირო დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა