მოგესალმებით,
თქვენს მიერ დასახელებული CA - 125 , CA - 15.3, CA - 19.9 და კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) – სიმსივნური მარკერებია.
CA 19-9 ცილაა, რომელიც ზოგიერთი სახის კიბოს უჯრედებზე გვხვდება.
შესაძლოა, ამ ონკომარკერის რაოდენობამ მოიმატოს სხვა დაავადებების დროსაც. ამგვარად, CA 19-9 კიბოს სკრინინგისთვის არ გამოდგება, რადგან საკმარისი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არ გააჩნია.
სასურველია, მათი ნორმები დაადგინოთ იმ ლაბორატორიში, სადაც ჩატარდა კვლევა და ისე შეაფასოს მონაცემები შესაბამისმა სპეციალისტმა, რადგან მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
ონკომარკერების მომატების შემთხვევაში, სისხლში მის კონცენტრაციაზე დაკვირვებით, ახორციელებენ მკურნალობის მონიტორინგს. ასევე, მიახლოებით განსაზღვრავენ პროგნოზს და კიბოს სტადიას, ახდენენ რეციდივის გამოვლენას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ონკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/onkologia/29
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 252 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!