ქვემო კიდურების დაბუჟება - სკრინინგი

კითხვა: ფეხების დაბუჟება მაქვს ყოველთვის და რისი ბრალია შაქრიანი ვარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ქვემო კიდურების დაბუჟების მიზეზი შეიძლება, იყოს ლიმფის დინების დარღვევა ან ვენური უკმარისობა, რომელსაც ასევე უნდა ახლდეს თან ქვედა კიდურების შეშუპება.
კიდურების დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს პერიფერიული ნეიროპათია, რადგან, ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან.
დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით.
ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ნერვის დაზიანება აქვს.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ დიაბეტური ტერფის სკრინინგი, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/diabeturi-terfis-skriningis-aqcia/31503

კვლევის შემდეგ, დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა