კითხვა: რა უკუჩვენება აქვს ფლოსტერონს? შეიძლება სამ თვეში ერთი ამპულის გაკეთება? კარგად მიყუჩებს სახსრებს ართრიტის დიაგნოზი დამისვეს მხოლოდ ფლოსტერონი მიყუჩებს . მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფლოსტერონი არის ჰორმონი - ბეტამეტაზონი, იგივე დიპროსპანი. ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით.
კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ფლოსტერონი, მისი რეცეპტის მიხედვით, გამოიყენება სახსრებისა და ანთებითი რევმატიული დაავადების დროს.
რაც შეეხება გვერდითი ეფექტების განვითარებას, გამოხატულება დამოკიდებულია გამოყენების ხანგრძლივობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდესა და დანიშვნის ცირკადული რითმის დაკვირვების შესაძლებლობაზე.
თვითმკურნალობა უკუნაჩვენებია, ვინაიდან შესაძლებელია ფილტვების შეშუპების განვითარება.
თუ დამოუკიდებლად იკეთებთ ინექციას, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა