ფსორიაზი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ფსორიაზის სიპტომები მაინტერესებს როგორია? და აგრეთვე კვანძი ფარისებრ ჯირკვალზე რა ზომის უნდა იყოს რომ ბიოფსიის გაკეთება იყოს შესაძლებელი? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ფსორიაზი ქრონიკულ–ანთებითი ხასიათის დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება:

  • კანი;
  • ფრჩხილი;
  • სახსარი.

მისი ეტიოლოგია ( გამომწვევი მიზეზი) უცნობია. თუმცა, მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს:

  • გენეტიკური ფაქტორები;
  • გარემო ფაქტორები; 
  • სხვადასხვა ინფექციები;
  • სისტემური დაავადებები და ა.შ.
  • არსებობს 5 ტიპის ფსორიაზი: 
  • ბალთოზური;
  • ლაქოვანი;
  • პუსტულური;
  • ინვერსიული; 
  • ერითროდერმული.

შესაბამისად, სიმპტომებიც სხვადასხვაა და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
თუმცა, ფსორიაზი არ არის გადამდები. მკურნალობის შედეგად მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
ბიოფსია დაზიანებული ქსოვილიდან მასალის აღებას გულისხმობს.
კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია უჯრედების პირდაპირი, მიკროსკოპული შესწავლა. პროცედურის დახმარებით დგინდება დაზიანებების გამომწვევი მიზეზი (ანთებითი პროცესი, ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი).
ნებისმიერი ზომის „საეჭვო“ კვანძის შემთხვევაში ტარდება წვრილნემსიანი ბიოფსია.
ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის დროს გამოიყენება უფრო მცირე ზომის დიამეტრის ნემსი, ვიდრე ვენური სისხლის აღების დროს. მრავალჯერადი ჩხვლეტის თავიდან ასაცილებლად პროცედურა ტარდება ექოსკოპიის კონტროლით.
ფსორიაზის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, ხოლო თუ გუსრთ ბიოფსიის ჩატარება, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა მომსახურებით.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა