გამონაყარი დვრილზე - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 12 კვირის ორსული, ძუძუს დვრილის თავზე გამომივიდა პატარა წყლულის ბუშტუკი, რომელიც ტანსაცმლის შეხებისას მეწვის, დავიწყე დღეს ბეპანტენით და იოდით დამუშავება, არისთუ არა საშიში ან როგორ ვიმკურნალო ?
პასუხი:

მოგესალმებით,
პირველ რიგში აუცილებელია, დაზუსტდეს რა ტიპის გამონაყარზეა საუბარი.
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და მიმართოთ შეასაბამის სპეციალისტს – დერმატოლოგს, რომელიც შეაფასებს გამონაყარის ტიპს და მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ ან გადაგამისამართებთ მამოლოგთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზუალურად შეაფასებს დვრილის მდგომარეობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაციასა და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva 
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა