გარდნერელა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემს პარტნიორს აღმოაჩნდა გარდენელას სოკო, მაგრამ ჩემს ანალიზში სოკო საერთოდ არ ამომივიდა ,უნდა გადავამოწმო კიდევ ანალიზი ?თუ შესაძლოა მე არ შემხვედროდა
პასუხი:

მოგესალმებით,
გარდნერელა სოკო არაა, იგი მიეკუთვნება ბაქტერიების ტიპს, რომელიც შესაძლოა, აღმოაჩნდეს ისეთ ქალბატონებსაც, რომელთაც სქესობრივი კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ.
იგი არ ავლენს პათოგენობას, თუ არ გამრავლდა გარკვეულ, დიდ ოდენობამდე.
რაც შეეხება მამაკაცს, მას შეიძლება გადაედოს გარდნერელა მხოლოდ ქალიდან და შესაძლოა, გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექცია.
როგორც წესი გარდნერელა მამაკაცის ორგანიზმს თავისით ტოვებს, ვინაიდან იქ არ არის მისი სიცოცხლისათვის სათანადო პირობები, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
გირჩევთ, ორივე პარტნიორმა თავიდან ჩაიტაროთ გამოკვლევა, ერთსა და იმავე ლაბორატორიაში.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri-gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა