გინეკოლოგიური შეხორცებები და უშვილობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, 10 წლის წინ გამისკდა კისტა საკვერცხეზე და გავიკეთე ოპერაცია, რის შედეგადაც მცირე მენჯის ღრუში წარმოიქმნა შეხორცებები. თუმცა ორივე ფალოპის მილი იყო გამტარი. მაინტერესებს, ეს შეხორცებები მილების გამტარობის მიუხედავად შეიძლება თუ არა იყოს უნაყოფობის მიზეზი. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის შეხორცებები;
  • უშვილობის გამომწვევი მიზეზები.

შეხორცებები არის ფიბრომული ჭიმები, ვითარდება ორგანიზმში როგორც დამცავ რეაქციად რომელიღაც ანთებით პროცესთან მიმართებაში, მათ სამედიცინო ენაზე ადნექსიტი, იგივე სალპინგოოფორიტი ეწოდება, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია უსაფრთხოდ განხორციელდეს არაოპერაციული მართვა და მილით დეკომპრესიის მცდელობა, კონსერვატიული მართვის უშედეგობის შემთხვევაში კი, მიზანშეწონილია ლაპაროსკოპიული მიდგომა, ღია ჩარევის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობით. აუცილებელია, შეხორცებების სიმძიმის შეფასება ქირურგთა ჯგუფის მიერ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ალგორითმების და კონსერვატული მკურნალობის ფოკუსური ჩვენებებისა და უსაფრთხოების, ასევე, ლაპაროსკოპიის, ან ლაპარატომიის ჩვენებების შემუშავების მიზნით.

salpinooforiti


კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ მოგახსენებთ, თუმცა, დიახ, შესაძლებელია გინეკოლოგიური შეხორცებები იწვევდეს უშვილობას.
ზოგადად, უშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. მისი სიხშირე საშულოდ 15-18%-ია, მისი მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად:

  • შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
  • მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;
  • ფალოპის მილების გაუვალობა;
  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • აუტოიმუნური სისტემური დაავადებები;
  • შარდ-სასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები;
  • ფსიქო-სექსუალური დარღვევები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

ასევე, გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
დისტანციურად რჩევებისა და რეკომენდაციების მოცემა გაგვიჭირდება, რადგან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს. უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს და მიჰყვეთ მის მკურნალობას, ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
კლინიკაში არის თბილი გარემო, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, კი დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და თანამედროვე გაიდლაინებით მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900 ან 2 12 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა