გრიპი ორსულობის დროს - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. ვარ ერთი კვირის ორსული და მაქვს გრიპი. რამდენად საშიშია ნაყოფისთვის? მუცლის მოშლას ხომ არ გამოიწვევს?
პასუხი:

მოგესალმებით. ორსულობისას იმუნური სისტემა ისე იცვლება, რომ მისი დაცვის მთავარი ობიექტი ნაყოფია. ამის გამო თქვენი ორგანიზმი შედარებით დაუცველია ყველა იმ ვირუსის, ბაქტერიისა და მიკრობის მიმართ, რომელიც იწვევს გაციებას, გრიპსა და ხველას. ხშირად გაციება და გრიპი ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ ორსულებს უქმნის, რადგან გართულებების მხრივ, ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ორსულებსა და ბავშვებში ფიქსირდება. არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა აქვს გრიპს პოსტ-სამშობიარო პერიოდში, ანუ ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის ინტერვალში. აქ განსხვავება ისაა, რომ პატარას სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, თუმცა იმისთვის, რომ დედა და ბავშვი ერთნაირად იყვნენ დაცულნი ვირუსული ინფექციებისგან, საკმარისია ვიცოდეთ მეტი ინფორმაცია მისი პრევენციის შესახებ:

  • ვაქცინაცია;
  • გრიპის ვაქცინაცია გიცავთ თქვენ და პატარას გრიპის გართულებებისგან 6 თვემდე ვადაში. ამ დრომდე ვაქცინაცია უამრავ ორსულს ჩაუტარდა და არ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების არც ერთი ფაქტი;
  • არ დაუშვათ მაღალი ტემპერატურა;
  • გახსოვდეთ, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაღალი ტემპერატურა ძალიან საშიშია, შესაბამისად ის საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას. თუ ტემპერატურა მზარდია, აუცილებელია პარაცეტამოლის მიღება, ცხადია ექიმის დანიშნულებით;
  • მიიღეთ ბევრი სითხე, ხილი და ბოსტნეული;
  • ყველა ორსულისთვის რეკომენდებულია სითხის მიღება. განსაკუთრებთ წყალი და ნატურალური უშაქრო წვენები. ხილი და ბოსტნეული აუცილებელია თქვენი იმუნიტეტისთვის ორსულობის პერიოდში. ესეც ხელს უწყობს გრიპის ვირუსის სწრაფ დამარცხებას;
  • მოერიდეთ პასიურ მოწევას;
  • გახსოვდეთ, რომ პასიური მწეველი დედა საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფის, ასევე საკუთარ ჯანმრთელობას.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ სამედიცნო დაწესებულებას:

  1. გართულებული სუნთქვა;
  2. ტკივილი ან ზეწოლა მუცლის არეში;
  3. მოულოდნელი თავბრუსხვევა;
  4. ორიენტაციის დაკარგვა;
  5. ძლიერი ღებინება;
  6. მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ იკლებს პარაცეტამოლის მიღების შემდეგ;
  7. ნაყოფის მოძრაობის შესუსტება;
  8. ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდ ორსულობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა