ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის პასუხი - ორსულობა

კითხვა: 6 კვირაზე შეწყვეტილი ფეხმძიმობის ჰისტოპატოლოგიური გამოკვლევის პასუხი მივიღე ასეთი: დეციდური ქსოვილი ლეიკოციტურ-უჯრედული ინფილტრაციის და ნეკროზის კერებით, ქორიონის ბუსუსები, რომელთა ნაწილი წყალმანკოვან გადაგვარებას განიცდის. ტროფობლასტის სინციტიური უჯრედების პროლიფერაცია. საჭიროა ქორიონული გონადოტროპინის ტიტრის კონტროლი. გთხოვთ მიპასუხოთ, ეს დიაგნოზი ნიშნავს ბუშტნამქერს ? ან შეიძლება საქმე გვქონდეს ავთვისებიან სიმსივნესთან? მესტრუაციული ციკლი რამდენ ხანში შეიძლება აღდგეს და რამდენ ხანში შეიძლება განმეორებით დაფეხმძიმება?
პასუხი:

თქვენი ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის პასუხის შედეგად, თქვენს მიერ ნავარაუდევი ბუშტნამქერა და სიმსივნე არ ვლინდება. ზოგადად, პასუხი არ შეიცავს დიაგნოზს.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, შეწყვეტილი ფეხმძიმობის შემდეგ მენსტრუაცია 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
ორსულობისას, ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგიერთისა კი იკლებს. ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში მიმდინარეობს ქალის დნმ-ს გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად. ფეხმძიმობის შეწყვეტა კი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ ცვლილებას, მკვეთრ ნერვულ და ჰორმონულ ძვრებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე.
ამიტომ გაქვთ მითითება აკონტროლოთ ორსულობის ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი.
ასევე სასურველია, შემდგომი ორსულობა დაგეგმოთ მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციით.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც არის ძალიან თბილი გარემო. მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა