გამონადენი ორსულობისას - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, ვარ 19 წლის ტესტი გავიკეთე და დადებითია, ვიყავი ეხოსკოპიაზე და ვერაფერი დაინახეს მითხრეს ალბათ ძალიან პატარა ორსული ხარ და ერთ კვირაშო ისევ დამიბარეს, პირველი ორსულიბაა და ძალიან ვნერვიულობ ჩამონადენი მქონდა ყოველთვოს მოვარდისფროც და თეთრიც და ეხლა ორსულობის დროს ისევ მაქვს ჩამონადენი მოვარდისფრო ფერის და რაიმე საშიში ხომ არ არის ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ტიპის გამონადენი გაქვთ, მაგალითად ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატებისას განპირობებული გამონადენი, ინფექციური, სოკოვანი, ბაქტერიული თუ საშვილოსნოს ყელის ეროზიით გამოწვეული, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ, რომ აუცილებლად მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, რათა სწორად დაისვას დიაგნოზი და ექიმმა შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
თუ არ გყავთ მეან–გინეკოლოგი და არ იმყოფებით აღრიცხვაზე, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ უპრეცედენტო აქცია ორსულებისათვის, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/27483/klinika-%E2%80%9Eakhal-sicockhleshi%E2%80%9C-daregistrirebuli-orsulebi-gaumjobesebuli-pirobebit-isargebleben- 
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა