მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას, სიმფიზიტი კრებითი ტერმინია. ის გულისხმობს სიმფიზის ანთებას, სიმფიზიოპათიას, ბოქვენის ძვლების დაშორებას და სხვ. ორსულობისას ყველაზე ხშირად სიმფიზის სწორედ ეს უკანასკნელი პრობლემა იჩენს თავს. განსაზღვრული ხარისხით ძვლებს შორის მანძილის ზრდა ორსულობას ისედაც ახასიათებს და საშიში არ არის, მაგრამ თუ ძვლები მეტისმეტად დასცილდა ერთმანეთს, თავს იჩენს შემაწუხებელი ჩივილები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ფიზიოლოგიური მშობიარობის საკითხი და წარმოიშობა გართულებათა ალბათობა.
დაავადება მწვავდება ორსულობის 30-32-ე კვირას, როდესაც უკვე საკმაოდ მოზრდილი ნაყოფი ბოქვენს აწვება.
სიმფიზიტის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. დაავადების ამოცნობა კლინიკური სურათითაც ადვილია. დიაგნოზს ადასტურებს პალპაცია –ბოქვენის ძვლის ხელით გასინჯვა. სიმფიზიტის ხარისხის და შემდგომი კონტროლის მიზნით გამოიყენება ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევები.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება, ეს სიმფიზიტის ხარისხსა და მის გამოვლენაზეა დამოკიდებული.
პირველი-მეორე ხარისხის სიმფიზიტის შემთხვევაში მალე ყველაფერი ნორმაში დგება, მესამე ხარისხის სიმფიზიტის დროს კი შესაძლოა, პაციენტს ლოგინობის ხანაშიც წოლითი რეჟიმი დასჭირდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სპეციალური კორსეტის ჩაცმაც.
დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობის შესაბამისი კურსის დროული დანიშვნისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც შემოგთავაზებთ უპრეცედენტო აქციას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad
აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მინდია იობაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკაშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !