გულის ნევროზი - კარდიოლოგია

კითხვა: მაქვს გულმკერდის ტკივილი. დიდი ხაია .ვფიქრობ ნევროზულია მაგრა ვერ მოვირჩინე.ხან რაღაცეები დადის გულის არეში ხან თითქოს სუნთქვა მიჭირ .ერთიდა იგივე დროს.ჩემი აზრით გულის ნერვოზია.თუ შეიძლება რაიმე დამამშვიდებელი რომ მირჩიოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
გულის ნევროზი იგივე კარდიოფობია ხშირად დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორებიცაა:

  • ნერვულ-ემოციური სტრესი;
  • გადაღლა;
  • აღელვება;
  • ქრონიკული ინფექცია;
  • ჰორმონული დარღვევები.

ასევე, გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.
ხშირად აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

  • გულის ფრიალი;
  • ოფლიანობა;
  • ფიზიკური სისუსტე;
  • დაღლილობის შეგრძნება.

შესაძლოა, განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ბოყინი;
  • ტკივილი მუცელის არეში;
  • შებერილობა;
  • ფაღარათი;
  • ხველა;
  • ტკივილი კიდურებში;
  • მოუსვენრობა;
  • შფოთვა;
  • შიში.

იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ თქვენი სიმპტომების მიზეზი, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
ზუსტად ამავე მიზეზით არ არის გამართლებული დიაგნოსტირების გარეშე სხვადასხვა პრეპარატების დამოუკიდებლად მიღება.
შემოგთავაზებთ, აქციას გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევაზე, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დიაგნოსტირდება თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგად დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში კი, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა