ჩხვლეტა გულმკერდის არეში - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ძალიან ხშირად მაქვს მკერდის არეში გულის მხარეს ძლიერი ჩხვლეტები
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის არეში ჩხვლეტა;
  • კარდიოლოგიური კვლევების აქცია.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, რადგან ჩხვლეტა გულმკერდის არეში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, მაგალითად:

  • გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია;
  • პერიკარდიუმის ანთება;
  • ფილტვების დაავადება;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • ძვალ-კუნთოვანი პათოლოგია;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ფსიქოგენური გენეზი.

დასაზუსტებელია, ხომ არ დაერთვის მას სხვა ჩივილებიც, როგორიცაა ტკივილი ზურგში, ყელში ან ქვედა ყბაში.
პირველ რიგში, აუცილებელია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი შეაჯერებს მონაცემებს, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა