კითხვა: გამარჯობა, პერიოდულად მიჩქარდებოდა გულის ცემა მაჯა ადიოდა 150-200 მდე,მაგრამ პატარა პერიოდის შემდეგ მაგ.20/30 წუთის შემდეგ ჩადგებოდა ნორმაში, ერთი კვირის წინ საჭმლის ჭამის დროს ცუდად ვიგრძენი თავი და საწოლზე წამოვწექი, ამიჩქარდა მაჯის ცემა ავიდა 200-მდე და მიუხედავად წამლების/ბეტალოკი/ მიღების ა 4 საათის განმავლობაში არ მომეხსნა,შემდეგ გამოვიძახე სასწრაფო და უკვე გადასხმების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მომეხსნა ეს აჩქარება,მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ეს შემთხვევა და საჭიროების შემთხვევაში სად უკეთესია ამის გამოკვლევა, გთხოვთ მიპასუხოთ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

გულის რიტმის დარღვევა იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არითმოლოგიად არის გამოყოფილი.

რიტმის წამყვანის ფუნქცია მარჯვენა პარკუჭში მდებარე სინუსის კვანძს აკისრია. მისი უჯრედები განსაზღვრული პერიოდულობით ელექტრულ იმპულსს წარმოქმნიან, რომელიც ჯერ წინაგულებს შეკუმშავს, შემდეგ კი წინაგულ-პარკუჭოვანი კვანძისა და პარკუჭთაშუა ძგიდეში არსებული გზის გავლით შეკუმშვის ბრძანებას პარკუჭებს მიუტანს. ბუნებრივია, იმპულსების აღმოცენების სიჩქარე ყოველთვის ერთნაირი არ არის. ახალშობილის გული, მაგალითად, წუთში 130-160-ჯერ ძგერს, მოზრდილისა კი 60-90-ჯერ.

არითმია ზოგჯერ სავსებით კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება.

ზოგჯერ წლობით მიმდინარეობს, ეს ყოველივე არითმიის ფორმასა და მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

არითმიის მიზეზის დადგენა ყოველთვის არ არის ადვილი. ძალიან ხშირად გულის ნორმალური ელექტრული აქტივობის ცვლილებას გულის სხვა დაავადება იწვევს.

გარდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისა, გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა, შაქრიანმა დიაბეტმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა (თუნდაც გაციების, სურდოს, ხველის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა), კოფეინმა, ნიკოტინმა,  ალკოჰოლმა და ა.შ.

თუ ამ მიზეზთაგან ყველა გამოირიცხება,  ამ შემთხვევაში გულის რიტმის იდიოპათიურ მოშლაზე ვსაუბრობთ.

გულის არიტმულ შეკუმშვებსა და გულის ელექტრულ აქტივობას ელექტროკარდიოგრამა გვიჩვენებს. ზოგჯერ ამ გამოკვლევას დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ფონზე (ველოტრენაჟორზე ან სარბენ ბილიკზე) ვატარებთ. ეს ტესტი არითმიის დიაგნოსტიკის ძირითად და ყველაზე გავრცელებულ მეთოდად ითვლება, თუმცა ერთჯერადი გადაღებისას შესაძლოა მძიმე დარღვევაც კი გამოგვეპაროს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ჰოლტერის მონიტორინგს ვიყენებთ. ეს მონიტორი პორტატიული მოწყობილობაა, რომელიც პაციენტის  ელექტროკარდიოგრამას 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა უფრო ზუსტია, გვაძლევს წარმოდგენას, რასთან არის დაკავშირებული არითმია და საშუალებას, შევაფასოთ მკურნალობის ეფექტი.

თანამედროვე მედიცინას არითმიის სამკურნალო მძლავრი არსენალი მოეპოვება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ძვირად ღირებულ მკურნალობაზე გაცილებით ადვილი პროფილაქტიკაა.

ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დანიშნავს საჭირო კვლევებს, ამის შემდეგ კი, მოგახსენებთ  არითმიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებსა და მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდზე.

თუ საჭირო გახდება  გულ–სისხლძარღვთა სრულფასოვანი კვლევა, აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება  ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad  

თუ მკურნალობისას საჭირო იქნება ნევროლოგის რეკომენდაციაც, აქციის ფარგლებში, აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაცია უფასოა ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა