მოგესალმებით,
ექსტრასისტოლია არითმიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. პაციენტი მას შეიგრძნობს როგორც გულის არეში დარტყმას, მის ხანმოკლე გაჩერებას, ჩავარდნას, შეფრთხიალებას, რასაც თვითმფრინავის საჰაერო ორმოში ჩავარდნით გამოწვეულ შეგრძნებას ადარებენ. ზოგჯერ პაციენტს ასეთ მომენტში ხველა ან სლოკინიც აღენიშნება.
ექსტრასისტოლიას განაპირობებს მომატებული აგზნებადობის კერა, რომელიც უმეტესად სინუსის კვანძის გარეთ წარმოიქმნება. ექტოპიური კერის წარმოქმნას ორგანიზმის ფუნქციური, ნევროგენული ცვლილებები, გულის ორგანული დაზიანებები და ტოქსიკური ზემოქმედება იწვევს.
როგორც მოგვითხრობთ იღებთ "პრესტანს", თუ აღნიშნული პრეპარატი დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა ჩააყენეთ საქმის კურსში, შესაძლოა ხველება ექსტრასისტოლიის გარდა, მედიკამენტის უკუჩვენებაც იყოს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული კარდიოლოგიური კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gul-siskhldzarghvta-patologiebis-droulad-gamovlenis-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, 2 თვის უკან დამეწყო ექსტრასისტოლია თამდები ხველებით,ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, ვიმკურნალე, ეხლა კარგად ვარ, მაგრამ ხველება დამრჩა, მხოლოდ შემეცვალე ხველების ფორმა.ეხლა მახველებს უფრო ღამე, თითქოს სასულეში რაღაც გადამივარდა. ნერწყვი მომდის. სხვა არაფერი მაწუხებს არც კუჭი, არც გულძმარვა,ვსვავ კარდარონს ნახევარ აბს დღეში ერთხელ და პრესტანს 10/10-ზე. წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი: