კუჭისა და გულის ტკივილი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ქალბატონმა გადაიტანა იშეიმიური ინსულტი , ორი კვირა იმყოფებოდა კლინიკაში და ერთი კვირაა რაც გამოწერეს ამ ეტაპზე იტკიებს კუჭს,გულს და "თითქოს მგუდავსო" რისი ბრალია ხომ ვერ დაგვეხმარებით?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდო მიზეზებს შორის შეგვიძლია, რომ განვიხილიოთ ისეთი პათოლოგიები როგორებიცაა:

  • კუჭის ეროზიული გასტრიტი;
  • კუჭის წყლულოვანი დაავადება;
  • გიდ (გულის იშემიური დაავადება)
  • მიოკარდიუმის ინფარქტი და ა.შ.

ყველა ამ პათოლოგიის დასადასტურებლად, აუცილებელია შესაბამისი კლინიკური კვლევების ჩატარება.
გასტროენტეროლოგიური პათოლოგიის გამოსარიცხად საჭიროა – გასტროსკოპია, ხოლო გულის პათოლოგიების გამოსარიცხად, საწყის ეტაპზე სასურველია, პაციენტს ჩაუტარდეს ელექტროკარდიოგრაფია.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტს დაენიშნება სხვა დამატებითი ისეთი კვლევები როგორიცაა:

  • ექოკარდიოგრაფია;
  • კარდიოანგიოგრაფია.

ასევე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, ჩატარდეს ბიოქიმიური კვლევები და კოაგულოგრამა .
დისტანციურად პაციენტის მართვა არ ხდება. აუცილებელია, ყოველი დეტალის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოთ პაციენტის მკურნალი ექიმი.
ასევე, შეგიძლიათ, გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.
სხვა შემთხვევაში მიმოწერის რეჟიმში, პაციენტს ვერ დავეხმარებით და დიაგნოსტირებაც შეუძლებელია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა