გულის თანდაყოლილი მანკი ჩვილებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. ჩემს შვილს გულის მანკი აქ.ორი თვის ხდება მალე.იაშვილში წევს.ოპერაცია ჯერ არ უკეთდება. და ასე ამდენ შეიძლება რო იყოს ბავშვი.
პასუხი:

მოგესალმებით,
გულის მანკი პათოლოგიაა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი.
თუ პაწია უკვე დაზიანებული ორგანოთი იბადება, სწორედ ამას უწოდებენ გულის თანდაყოლილ მანკს.
ზოგადად, განასხვავებენ გულის თანდაყოლილი მანკის ოთხმოცდაათამდე ნაირსახეობას, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ძგიდის (მაგალითად, წინაგულთაშუა ან პარკუჭთაშუა ძგიდის) დეფექტით, ფილტვის ვენების ანომალიით, მარცხენა ან მარჯვენა გულის პათოლოგიით (ე.წ. ფალოს ტეტრადა, აორტის სტენოზი და ა.შ.), მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციით და ა.შ.
თანდაყოლილი მანკის ოპერაციას 18 წლამდე მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.
რაც შეეხება ოპერაციის დანიშვნის ჩვენებებს და რეკომენდირებულ ვადებს ,აქ საკითხი უმეტეს შემთხვევაში იდივიდუალურად წყდება .
კონკრეტულად მკურნალი ექიმის პრეროგატივაა პაციენტის წინასაოპერაციო მომზადების ვადის და ოპერაციის თარიღის არჩევა .
სავარაუდოდ, იქნება გონივრული მიზეზი, რის გამოც თქვენს პატარას ოპერაცია არ უტარდება ამ ეტაპზე, დაწვრილებით ინფორმაცია ამის შესახებ და დეტალები, აუცილებლად მკურნალ ექიმთან უნდა გაარკვიოთ.
სთხოვეთ მას, ჩაგაყენოთ მკურნალობის მიმდინარეობისა და შემდგომი გეგმების კურსში.
სამწუხაროდ , ალტერნატიული აზრის მოსასმენად ჩვენი კლინიკის სპეციალისტებს ვერ შემოგთავაზებთ, ვინაიდან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა