კითხვა: გამარჯობათ ჰაიმორიტი მაქვს და რა წამალს მირჩევდით
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰაიმორიტი - ჰაიმორის ღრუების ლორწოვანი გარსის ანთებაა, ჰაიმორიტი არის მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ჰაიმორიტის დროს იმატებს ტემპერატურა, დამახასიათებელია თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, თავის დახრის დროს.
ზოგჯერ ადგილი აქვს სინათლის შიშსა და ცრემლდენას. ჰაიმორიტის ძირითადი ნიშანია მუდმივი სურდო.
ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და სინუსური ღრუს გამორეცხვა ჰაიმოროტომიით, რომლის საჭიროებაც აუცილებლად ექიმის გადასაწყვეტია.
შემოგთავაზებთ ყბა-სახის ქირურგის უფასო კონსულტაციას, რომელიც შეკრებს თქვენს ანამნეზს და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
ყბა-სახის ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა