ჰემანგიომა, მიომა - გინეკოლოგია

კითხვა: ორი შეკითხვა მაქვს. 1)ჩემს შვილს ზედა ტუჩზე ქონდა ჰემანგიომა.ვიმკურნალეთ მაგრამ ნაწიბურები არაესთეტიურად გამოიყურება სექტემბერში ბაღში მიდის 3 წლის ხდება და მინდა რომ თუ შესაძლებელია პლასიტიკური ოპერაცია გავუკეთო.მაინტერესებს ამ ასაკში არის შესაძლებელი?და ღირებულება რა აქვს? 2)დიდიხანია მაქვს საშვილოსნოს წინა კედელზე მიომა.რამოდენიმე თვეა მაწუხებს და მინდა მოვიცილო.ლაპარასკოპია თუ კეთდება თქვენთან და რა ღირს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალური განვითარება.
ჰემანგიომა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, როგორც მის ზედაპირზე , ისე  შინაგან ორგანოებში. შეიძლება ლოკალიზდეს ტუჩზე, ლოყაზე, ცხვირზე, ენაზე და ასე შემდეგ.
მიკროსკოპულად ჰემანგიომა შედგება კაპილარული ტიპის მცირე ზომის სისხლძარღვოვანი არხებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შემაერთებელი ქსოვილით. კაპილარები გამოფენილია ენდოთელური უჯრედების ერთი შრით.
ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიით და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ და თან, ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.

საშვილოსნოს მიომა

იგი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება. მას მკვრივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და, ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, გარშემომყოფი ქსოვილებისგან გამოყოფილია. მიომური კვანძების წარმოშობის მექანიზმი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ხელშემწყობი ფაქტორებიდან კი აღსანიშნავია ორგანიზმში პროგესტერონის დეფიციტი და ესტროგენული ჰორმონების სიჭარბე.
ჩვენს კლინიკაში კეთდება საშვილოსნოსშიდა ქირურგიული ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით, ანუ ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. რაც შეეხება ოპერაციის ფასს, ამაზე უშუალოდ ექიმი უნდა გაგესაუბროთ, მას შემდეგ, როცა შეკრებს ანამნეზს და ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა