კითხვა: გამარჯობა ვარ 5 კვირის და 6 დღის ორსული, დილით შევნიშნე მუქი ფერის გამონადენი შემდეგ ეხოზე წავედი და ექოსკოპისტმა მითხრა ჰემატომაა არისო ნაყოფი მიმაგრებულია ჯერ ჯერობითო გინეკოლოგმა წამლები გამომიწერა გაიწოვოს იქნებო და წოლითი რეჟიმი მმეორე დილას რომ ავდექი და საპირფარეშოში გავედი შარდს გამოყვა სისხლი და შესაძლებელია ასე გაიწოვოს? საშიში ხომ არაა
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფრომაციას.
ჰემატომა წარმოიქმნება მაშინ, როცა სანაყოფე კვერცხი რაღაც მიზეზის გამო გარკვეულ უბანში შრევდება (განცალკევდება) და სწორედ აქ გროვდება სისხლი.
ყველაფერი დამოკიდებულია მის ზომაზე და ფორმირების ადგილზე.
აუცილებელია, დადგინდეს ჰემატომის გამომწვევი მიზეზი.
ასევე, სასურველია, ვიცოდეთ რომელი ხარისხის ჰემატომას ეხება საქმე.
ასეთ დროს – ორსულზე მონიტორინგი ხორციელდება გამუდმებით. სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით კი, პაციენტს ენიშნება სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალებები - ეს ჰემატომას არ მისცემს ზრდის საშუალებას.
აუცილებელია В ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი Е.
გარდა ამისა, ჰემატომის მქონე ორსულმა უნდა დაიცვას დიეტა, რომ თავი აარიდოს შეკრულობასა და გაზების დაგროვებას ნაწლავებში.
არ არის სასურველი:

  • მაგარი ჩაი;
  • ყავა;
  • გაზიანი სასმელები;
  • საფაღარათო საშუალებები და ა.შ.

დაუკავშირდით მეან–გინეკოლოგს, ან მიბრძანდით მასთან ვიზიტზე. სისხლდენა არ არის ნორმალური მოვლენა.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა