ჰიპოტენზია - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. გახლავართ 30 კვირის ფეხმძიმე. ჭამის შემდეგ მიხდება გული ცუდათ(ტაქიკარდია), უჰაერობა,გულის წასვლის შეგრძნება,ზოგჯერ თავბრუს ხვევა.გრძელდება დაახლოებით 30-40 წუთი. ჰემოგლობინი ნორმაშია. ზოგჯერ წნევა ჩამოდის 90/50 არ ვარ კმაყოფილი ჩემი გინეკოლოგით. ძირითადად მიწერს წამლებს,რომლებითაც დააინტერესა ფარმაცევტულმა კომპანიამ(ხვდებით რას ვგულისხმობ) ძალიან გთხოვთ ასევე მირჩიოთ რა ვიტამინების კომპლექსი მივიღო,ვინაიდან ვგრძნობ მესაჭიროება. ფოლის და იოდს ვღებულობ. უღრმესი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

შევეცდებით აგიხსნათ თქვენი მდგომარეობის განმაპირობებელი მიზეზები .

ორსულობის ვადის მიხედვით ,სავარაუდოდ ,უკვე დიდი მუცელი გექნებათ .ამის გამო ,ჭამის პროცესი ,როდესაც ისედაც მაღალია მუცლის ღრუს შიდა წნევა ,ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო მეტად და სწრაფად ცვლის მეტობისაკენ. საკვების გარკვეული დოზის შემდეგ ,ივსება კუჭი ,რის გამოც ისედაც დიდი მუცელი , აწვება დიაფრაგმის კუნთს და იწვევს სუნთქვის გაძნელებას ,ასევე გულის კუმშვადობის  შეზღუდვას .ამით აიხსნება თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები . 30–40 წუთის შემდეგ კი , როდესაც კუჭიდან საკვები ნაწილობრივ , ან მთლიანად , გადავა ნაწლავებში ,მაშინ ეს სიმპტომები იხსნება .

გასათვალისწინებელი ისიც,რომ ჩვენ არ ვიცით თქვენი საწყისი კარდიოლოგიური სტატუსი და გულის ელექტრომექანიკური  მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს დაზუსტებას .

ზოგადად, ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს:

  •  მედიკამენტებმა. ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ დიურეზულ საშუალებებს (შარდმდენებს) და მაღალი წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატებს;
  •   გულის პათოლოგიებმა. დაბალი წნევა შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტად გაიშვიათებულმა გულისცემამ (ბრადიკარდიამ) გულის სარქვლის პრობლემებმა;
  •   ჰორმონულმა დარღვევებმა. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა ან, პირიქით პასიურობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა, სისხლში შაქრის ოდენობის შემცირება, დიაბეტიც კი.

დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაკორექტული და არაეფექტური იქნება.

პირველ რიგში აუცილებელია, დაზუსტდეს თქვენი გულის ფუნქციური მდგომარეობა ,რისთვისაც  კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევას: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

გარდა ამისა გირჩევთ ,რომ იკვებოთ მრავალჯერადად და მცირე ულუფებით ,რათა თავიდან აიცილოთ კუჭის გადავსება .

საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ  კონსულტირება ჩვენი კლინიკის გინეკოლოგთან .

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა