ჰორმონული კონტრაცეპტივები - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ ყველაზე უსაფრთხო ჩასახვიის საწინააღმდეგო წამალი.ბავშვი არმყავს გაჩენილი რათქმაუნდა ვაპირებ, მაგრამ ბევრისგან გამიგია რო თავს იცავდნეენ და შემდეეგ საერთოდ ვეღარ აჩენდნეენ ბავშვს ამ აბების მიღების შემდეგ.და კიდევ წონაში მატებააც ახასიათებს და ეგ არმინდა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კონტრაცეპტივები ორი სახის არსებობს. ისინი შეიცავენ ჰორმონებს: ესტროგენს და პროგესტერონს. ზოგიერთი კონტრაცეპტივის შემადგენლობაში კი ორივე ჰორმონი შედის.
იმისდა მიხედვით, თუ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა სიტუაციაში იმყოფება, აქვს თუ არა სიმსივნური დაავადება, ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგია, სისხლის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა რაიმე სომატური დაავადება, კონტრაცეფციის ესა თუ ის მეთოდი სწორედ ამის მიხედვით, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს, მითუმეტეს როცა ორალურ კონტრაცეფციას სისტემური გამოყენება სჭირდება, ამაზეც შესაბამისი კონსულტაცია უნდა გაუწიოს პაციენტს შესაბამისმა სპეციალისტმა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეს სამშაბათს ან შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა