იშემიური ინსულტი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, პაციენტი: 58 წ. მდ., 50კგ., 160სმ, დიაგნოზი: წინაგლუთა ფიბრილაცია (პერმანენტული), 2013 წლიდან, ექსუდაციური პერიკარდიტი (იდიოპათიური)., გულის უკმარისობა (NYHA II)., გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი., ხერხემლის ოსტეოქონდროზი., 2017 წლის დეკემბერში განვითარდა გავრცობილი იშემიური ინსულტი მარცხენა შუა ცერებრული არტერიის აუზსში, სენსო-მოტორული აფაზიითა და მარჯვენამხრივი ჰემიპლეგიით. პირველი სამი თვის განმავლობაში მკურნალობა მიმდინარეობდა: ცერაქსონი 1 პაკეტი დასალევად, კარბამაზეპინი 200 მგ., ესრამი 10 მგ., როზულიპი 10 მგ., ქსარელტო 20 მგ., ნებილეტი პლუსი 5/12.5 მგ., 3 თვის შემდეგ დღემდე, ე.ი. 5 თვე (ჯამში 8 თვე): ტებოკანი ფორტე 120 მგ., ნორმეგი 500 მგ., როზულიპი 10 მგ., ქსარელტო 20 მგ., ნებილეტი პლუსი 5/12.5 მგ., (სრამი მოიხსნა ინსტულტის განვითარებოდან მეშვიდე თვეს). მარტის თვეში ჩატარებული კტ კვლევა: პოსტიშემიური (ჰემორაგიული ინფარქტი 13.12.2017) დარბილების კერა თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში, შიგნითა კაფსულის კაუდატუსის, ლენტიფორმისის და თხემის დონეზე. ზომიერად გამოხატული დიფუზური ქერქული ატროფია. მარცხენამრივი პეტროზო-მასტოიდიტის ტკ ნიშნები. ამჟამად პაციენტი უჩივის მეტყველების გაძნელებას, მოძრაობის შეზღუდვას, მარჯვენა ხელში შეიმჩენევა ერთეული მოძრაობები. გთხოვთ შეაფასოთ მკურნალიბის ტაქტიკა, შეძლებისდაგვარად მომცეთ რეკომენდაცია, რათა აღდგეს დაკარგული ფუნქიცები.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად თქვენც გიპასუხებთ ანალოგიურად.
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე.
ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას. ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს - ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, სად არის, რამდენი წლისაა, რა ჰქვია.
იშემიური ინსულტი ვითარდება თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის ანდა ანგიოპარეზით გამოწვეული სისხლის ხანგრძლივი სტაზის შედეგად.
თუ პაციენტს იშემიური ინსულტი განუვითარდა ან მოხდა ტვინშიდა სისხლჩაქცევა, ან ადგილი ჰქონდა ტვინის იშემიის მოვლით ეპიზოდებს,
ადეკვატური თერაპიის ჩასატარებლად საჭიროა ზუსტი დიაგნოზი. ამისთვის აუცილებელია განისაზღვროს თავის ტვინის დაზიანების კერის, სისხლძარღვოვანი პათოლოგიური პროცესის (რომელიც განაპირობებს პაციენტის ნევროლოგიურ სიმპტომატიკას) ხასიათი და ლოკალიზაცია, ასევე იშემიის ზონაში კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ანატომიური მონაცემები ნებისმიერ შენარჩუნებულ გზებზე.
იშემიური ინსულტის კვლევებში გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინსულტის დაწყების დროს, ვინაიდან თითოეული დასახელებული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ ვადაში, ხოლო შემდეგ ასეთი ჩარევები აღარ განიხილება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, თუ პაციენტს უჭირს გადაადგილება, შეგიძლიათ კვლევის პასუხები იქონიოთ თან და გააცნოთ ისინი ნევროლოგს, რომელიც ვითარებაში გარკვევის შემდეგ თავად მოგახსენებთ შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა