იშურია

კითხვა: ხანდახან უძნელდება შარდის გამოკოფა ჩემ მეუღლეს რის ბრალია და როგორ ვუმკურნალოდ
პასუხი:

შარდის შეკავება უროლოგიური დაავადებაა ,რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ბოლომდე დაცალოს შარდის ბუშტი .შარდის ბუშტის არასრულ დაცლას იშურია ეწოდება . არსებობს შარდის შეკავების ორი ფორმა – მწვავე და ქრონიკული .
შარდის მწვავე შეკავების დროს –მოშარდვის სრული შეუძლებლობაა,ხოლო ქრონიკულის დროს ავადმყოფს შეუძლია მოშარდვა ,მაგრამ შარდის ბუშტში რჩება დიდი რაოდენობით შარდი.
შარდვის შეკავების სიმპტომებია:
• შარდის ბუშტის დამოუკიდებლად დაცლის შეუძლებლობა
• ტკივილი მუცლის ქვემოთ
• მოშარდვის მტკივნეული და ძლიერი სურვილი
• ტკივილი და მომრგვალო გამობერვა მუცლის ქვედა არეში

მამაკაცებში შარდვის შეკავების ყველაზე ხშირი მიზეზია ურეთრის სანათურის ობსტრუქცია (დაცობა) ,რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით :
• პროსტატის ადენომა ან კიბო (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე)
• მწვავე პროსტატიტი
• ურეთრის ტრავმა
• ურეთრის სტრიქტურა (შევიწროვება შარდსადენი მილის )
• კენჭი შარდის ბუშტში ან ურეთრაში
• ურეთრის ,სწორი ნაწლავის სიმსივნე

შარდვის შეკავება ასევე შესაძლოა შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის შედეგი იყოს ,როდესაც ის ნორმალური შეკუმშვის უნარს კარგავს.ჩვეულებრივ ეს შეინიშნება ნერვული სისტემის დაავადების მქონე პაციენტებში.
შარდვის შეკავების გართულებებია : შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის გასკდომა , საშარდე გზების ინფექციების ,ასევე ცისტიტის ,პიელონეფრიტის განვითარება ,თირკმლის უკმარისობის განვითარება .
დიაგნოსტიკა ემყარება სრულ ანამნეზს ,რომელსაც ექიმი შეკრებს მასთან ვიზიტის დროს .კვლევის დასახელება დამოკიდებულია შარდვის შეკავების სავარაუდო მიზეზზე .გირჩევთ ,აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს.ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს აქცია ,რომლის ფარგლებშიც შეძლებთ უროლოგთან უფასოდ ვიზიტს . პაციენტების ჩაწერა აუცილებელია წინასწარ, ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა