მოგესალმებით. თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ საქმე ეხება კარდიოფობიას, რომელზეც შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
გულის ნევროზი იგივე კარდიოფობია ხშირად დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან როგორებიცაა:
- ნერვულ-ემოციური სტრესი;
- გადაღლა;
- აღელვება;
- ქრონიკული ინფექცია;
- ჰორმონული დარღვევები.
ასევე, გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში.
ხშირად აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
- გულის ფრიალი;
- ოფლიანობა;
- ფიზიკური სისუსტე;
- დაღლილობის შეგრძნება.
- შესაძლოა, განვითარდეს ჩივილები სხვა ორგანოების დისფუნქციასთან დაკავშირებით:
- ყლაპვის გაძნელება;
- ბოყინი;
- ტკივილი მუცელის არეში;
- შებერილობა;
- ფაღარათი;
- ხველა;
- ტკივილი კიდურებში;
- მოუსვენრობა;
- შფოთვა;
- შიში.
გირჩევთ, პირველ რიგში, მიმართოთ კარდიოლოგს კონსულტაციისათვის. თუ გულის პათოლოგიები გამოირიცხება, შემდეგ მიმართეთ ნევროლოგს.
თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ, კარდიოლოგსა და ნევროლოგთან კონსულტაცია ჩვენს კლინიკაში მოქმედი აქციის ფარგლებში გაიაროთ, რომელსაც დეტალურად მოცემულ ბმულზე გაეცნობით: https://nlife.ge/full-article/spirometria-kardiologisa-da-nevrologis-konsultatsia/31697
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!