კარდიოტოპოგრაფია - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით,დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის,ვარ 39 კვირის ორსული,ხვთის მადლით ყველაფერი კარგად არის,ექიმმა გამაკეთებინა კარდიოტომოგრაფია,მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 8 ქულიანი სისტემით შეაფასა,თუ შეიძლება მითხრათ რას ნიშნავს ეს და ამ შედეგით შემიძლია თუ არა ფიზიოლიგიური მშობიარობა,მადლობა კიდევ ერთხელ ❤️
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ ნაყოფის კარდიოტოპოგრაფია ჩატარდა და არავითარი დარღვევა არ გამოვლინდა, ე.ი. არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება.
თუმცა, მეან-გინეკოლოგი ყოველთვის აკონტროლებს ნაყოფის გულისცემას, თუ რაიმე დარღვევა აღმოჩნდება მაშინ აუცილებლად გაკეთდება საკეისრო.
საჭიროა თქვენმა ექიმმა, ობიექტურად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და მშობიარობის მეთოდზე რეკომენდაციაც თავად თქვენმა მეან–გინეკოლოგმა მოგცეთ.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა