კატარაქტა, ქალაზიონი - ოფთალმოლოგია

კითხვა: ჩემი მული იმყოფება იტალიაში ის ვერ ახერხებს რომ დაგეკონტაქტოთ და მის სათქმელს გეტყვით აწუხებს თვალები გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია ორივე თვალზე მხედველობას უჩივის მაინც აქვს ცოტა პრობლემები თვალში აქვს შიგნით როგორც უთხრეს ცხიმგროვები, ადრე პლასმასის ბოთლის პატარა ნამსხვრევი მოხვდა ისეთი შეგრძნება აქვს რომ ესობა თვალში რაღაც სადაც კი იყო მისული უთხრეს რომ არაფერი არ გაქვთო, არა და მაწუხელს, ამ ცხიმგროვებს როგორ უნდა მიხედოს თუ შეგიძლიათ რაიმე დახმარება რომ გაუწიოთ აქედან, მაზი იქნება თუ წვეთები ან რა შეიძლება რომ გააკეთოს ,გთხოვთ გამარკვიოთ მადლობა წინასწარ დიდი
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის კატარაქტა;
  • რა იწვევს კატარაქტას;
  • რა არის ქალაზიონი;
  • მკურნალობის მეთოდი.

tvali

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას.
კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება, მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა, რაც როგორც მოგვითხრობთ, უკვე ჩაიტარა თქვენმა მულმა.
რაც შეეხება თვალშიდა ცხიმგროვას, როგორც ასეთი იგი არ არსებობს, სავარაუდოდ საუბარია ქუთუთოს ხრტილის ქალაზიონზე.

ქალაზიონი

იგი ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, ქალაზიონი გამოწვეულია ქუთუთოს ხრტილის ჯირკვლების (მეიბომის ჯირკვლების) ქრონიკული ანთებით.
ქალაზიონს არ ახასიათებს თვითგანკურნება, რადგან იგი ქრონიკული პათოლოგიაა.
ქალაზიონის ამოკვეთა დრენირება ტარდება ადგილობირივი ანესთეზიით. კეთდება 1მმ განაკვეთი, რომლის შემდეგაც სპეციალური ხელსაწყოთი ხდება ქალაზიონის ექსციზია. მანიპულაციის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 20-30 წუთი. პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში.
თუ ქალაზიონის ზომები მცირეა, შესაძლოა, გაიწოვოს სტეროიდის შემცველი სპეციალური მალამოების დახმარებით. ხოლო თუ საქმე ეხება დიდი მოცულობის ქალაზიონს, იგი კონსერვატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება.
გაითვალისწინეთ, რომ პაციენტი თავად ვერ შესძლებს ქირურგიული მანიპულაციის სახლის პირობებში განხორციელებას.
თუ პაციენტის მხედველობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, უმჯობესია მიმართოს იმ ქვეყნის ოფთალმოლოგს სადაც ახლა ბრძანდება.
სხვა შემთხვევაში, დისტანციურად მედიკამენტებზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, რადგან ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური იქნება, მითუმეტეს თქვენ მიერ აღნიშნული ჩივილები მხოლოდ ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა