კბილის ტკივილი

კითხვა: გამარჯობათ, მე მგონია მაწუხებს კბილი, ყრუ ტკივილი მაქვს , ვიყავი სტომატოლოგთან დავიპლომბე, მაგრამ ყრუ ტკივილი მაინც მაქვს, სტომატოლოგი მეუბნშბა კბილის ბრალი არ არისო. ვუსთან უნდა მივიდე დამეხმარეთ თუ შეგუძლიათ.
პასუხი:

გამარჯობა, თქვენს შემთხვევაში ჯერ უნდა ჩატარდეს პანორამული რენტგენოგრაფია, რაც გულისხმობს ორივე ყბის ყველა კბილის გადაღებას ერთდროულად და ამის შემდეგ გადაწყდება სტომატოლოგიური ჩარევაა საჭირო  თუ ყბა-სახის ქირურგის კონსულტაცია, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ უფრო ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მითითებებს.  საინტერესოა რომელი კბილი დაიბჟინეთ, რამდენი ხანია, რენტგენოგრაფიით თუ მოხდა კონტროლი დაბჟენამდე და დაბჟენის შემდეგ, დაბჟენამდე რა მდგომარეობა იყო, ხომ არ იყო ჩირქოვანი პროცესი?დაბჟენიდან რამდენ ხანში დაგეწყოთ ტკივილი? ხომ არ დაგინიშნეს მედიკამენტური მკურნალობა? შესაძლოა კბილის არხების ბოლომდე დაბჟენა არ მოხდა, ან კბილის ფესვზე კისტა იყოს განვითარებული,ან მერვე კბილზე თუ არის საუბარი, შესაძლოა ყბის სახრის ანთებითი პროცესი მიმდინარეობდეს, რომელიც შესაძლოა დაბჟენის დროს დიდხანს პირის ღია მდგომარეობაში ყოფნამაც გამოიწვიოს. ზუსტი დიაგნოზის დადგენისათვის აუცილებელია შემოთავაზებული კვლევის ჩატარება.საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ უფასო აქციის ფარგლებში მოგვმართოთ ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციისთვის  ყოველ ხუთშაბათს 12სთ-დან 16სთ-მდე, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე  577 119 119  ან 202 25 25 გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა