ხერხემლის პათოლოგია - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

კითხვა: გამარჯობა! მაქვს ხერხემლის პრობლემები 2003 წლიდან. გაკეთებული მაქვს წელის მე-4 - მე-5 მალთაშორის დისკის ოპერაცია, რომელმაც ასე თუ ისე გაამართლა და ტკივილი არ მაქვს. ამჟამად მაწუხებს კისერი და მარჯვენა მკლავი აქვს ჩათრეული. პირველ რიგში მაინტერესებს კარგი ექიმის კონსულტაცია და ხოლო შემდეგ შესაბამისი დიაგნოსტიკა. უნდა იქნას გათვალისწინებული ის მომენტი, რომ მრტ გადაღება მიჭირს იმის გამო, რომ დახურული სივრცის შიში მაქვს და ამდენი ტკივილისგან ნერვებიც არ მაქვს ალბათ მწყობრში. თუ არსებობ რამე საშუალება, ანტიდეპრესანტი ან სხვა რამე, რომ ეს შიში დავძლიო და შევძლო მრტ გადაღება. პატივისცემით.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მდგომარეობის მრტ კვლევის მიზნით არსებობს ორი გზა - ერთი არის კვლევა ანესთეზიის პირობებში, რაც ჩვენს კლინიკაში გვაქვს აპრობირებული და დანერგილი, ხოლო მეორე ე.წ. ღია მაგნიტი, რომელიც ჩვენთან, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
თუ გადაწყვეტთ ანესთეზიით მრტ კვლევას შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა