ხმაური ყურებში

კითხვა: ყურში დიდი ხანია მაქვს შხუილი. ეს2დგეა უფრო გაძლიერდა და თავიც გამოფიტულივით მაქვს. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით! მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად: 

• დისტონია, რომელიც იწვევს წნევის ცვალებადობას და ტვინის კაპილარების სპაზმს.
• ჰიპერტენზია, ამ დროს შევიწროებული არტერიები იწვევენ პულსირებულ ხმაურს.
• ნერვული სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
• ყურებში არსებული საცობი
• ნეფრიტი (თირკმელების დისფუნქცია)
• იოდის ან ვიტამინების დეფიციტი
ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია ოტო–რინოლარინგოლოგთან რათა გამორიცხოთ სასმენი სისტემის დაავადება–პათოლოგიები, ხოლო შემდეგ მიბრძანდეთ ნევროლოგთან. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია პარასკევს, ნევროლოგთან. წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა