ხმაური ყურებში - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ.ვარ 32 წლის..ნერვოზი მაქვს ძაან მძიმე ფორმით..ფსიქოტროპულებსაც ვსვავდი.ეხლა აღარაფერს ვსვავ.დამეწყო ყურებში ხმაური .სიჩუმეში ძლიერდება ხმა.თავის ტკივილებიც დამეწყო სამი დღეა უკვე.ხან გაბრუებაც მაქვს.ძილიც მომერევა თითქოს დღისით რამოდენიმეჯერ მაგრამ ვერ ვიძინებ..მაინტერესებს ეს სიპტომი ნერვოზის ფონზე შეიძლება იყოს? .არც ხალხთან კონტაქტი შემიძლია რადგან საუბრის დროს თავი მეძაბება.
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად:

  • ყურის ანთება;
  • გოგირდოვანი საცობი;
  • უცხო სხეული სასმენ მილში;
  • სასმენი ნერვის დაზიანება;
  • ასაკობრივი ცვლილებები;
  • თავის ტრავმა;
  • სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.

მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დაფუძნებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია.
გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს. უშუალო კონსულტაციისას, ექიმი შეკრებს ანამნეზს და თუ თქვენი სიმპტომატიკა არ იქნება ნევროზიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონსულტაციისას გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან ( ოტო–რინო–ლარინგოლოგთან).

გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა