კითხვა: გამარჯობა. მყავს 5 წლის ბიჭი.უკვე ერთი წელია ვმკურნსლობთ სპაზმურ ხველას კოსტეროიდებით. გვემართება ვირუსების პერიოდში. ანუ თუ შესაძლებელია ამ მკურნალობის მანძილზე განკურნება და ამ წამლების გარეშე ვეღარ გამოვალთ. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ალერგიის სახით.
ალერგიის გამომწვევ მიზეზთა შორის გასათვალისწინებელია საკვებ პროდუქტებზე ალერგია, თუმცა თქვენს შემთხვევაში, როგორც მონათხრობიდან ირკვევა, უფრო მეტად საფიქრებელია რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერგენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები) .
აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა;
გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს.
განკურნება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სწორად შერჩეულ მეთოდსა და იმაზე, თუ რამდენად მიჰყვება პაციენტი, სპეციალისტის რჩევებს.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა