კიდურების დაბუჟება, ქუსლის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობათ როცა ვიღვიძებ ვდგები ძალიან დაღლილი დაბუჟებული მაქვს კიდურები შემდეგ ნელ ნელა იწყებს სისხლი მოძრაობას მტკივა მარჯვენა ფეხის ქუსლი მთელი დღის მანძილზე უკვე 3თვეა მირჩიეთ ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
ოთხივე კიდურის ერთდროულად დაბუჟების შეგრძნება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • ტკივილი;
  • ქავილი;
  • გრძნობის დაკარგვა;
  • კუნთების სისუსტე.

ნერვის ასეთ დაზიანებას პერიფერიული ნეიროპათია ეწოდება. სახელწოდება აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ უშუალოდ კიდურში.
თანდაყოლილი დაავადებებით გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შეძენილი მიზეზების შემთხვევაში კი, მდგომარეობის გასუმჯობესებლად მკურნალობენ გამომწვევი მიზეზების შესაბამისად.
რაც შეეხება ქუსლის ტკივილს, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია. 

   plantaruli_fasciiti


შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგისა და ტრავმატოლოგის კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობის სწორ მიმართულებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა