მოგესალმებით,
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად.
შეშუპებას საფუძვლად შეიძლება დაედოს:
- კაპილართა კედლების დაზიანება;
- კაპილართა კედლების განვლადობის ზრდა;
- სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება;
- ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის დაავადებები უნდა დავასახელოთ.
თუმცა თირკმლის დაავადებათა დროს, შეშუპებებს თან ახლავს სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები:
- არტერიული წნევის მომატება;
- შარდში ცილისა და ერითროციტების არსებობა;
- შარდის ფერის ცვლილება.
შესაძლებელია ამ სიმპტომს პროთრომბინის დონე და მისი პათოლოგიები იწვევდეს.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგს.
ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორცილება.
ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებელად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობის სწორი მეთოდის დაგეგმვაში.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !