კითხვა: ჩემ გინეკოლოგს რომ ვკითხე საერთოდ არ იცოდა ამ ანომალიის შესახებ და რას მირჩევთ ნეირო ქირურგის კონსულტაცია აუცილებელია ?
პასუხი:
მოგესალმებით,
როგორც უკვე მოგახსენეთ, კიმერლის ანომალია ხერხემლის აგებულების თავისებურებაა და არა დაავადება.
შესაბამისად, საშიშ პათოლოგიათა რიცხვს არ მიეკუთვნება.
ამიტომ, არ არის აუცილებელი ნეიროქირურგთან ვიზიტი.
თუმცა, თუ თქვენ საჭიროდ თვლით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნეიროქირურგთან კონსულტაცია, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და მოგეწოდებათ ინფორმაცია ამომწურავად.
სხვა დეტალებისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !