კისრის ოსტეოქონდროზი - ნევროლოგია

კითხვა: ვარ 52 წლის ტკივილი,წვა მაქვს მარჯვენა მკერდის არეში,ტკივილი გადმოდის მხარზე და ხელზე,ვიყავი მამოლოგთან,გადავიღე მამოგრაფია,ეხოსკოპია,მითხრეს დიფუზური მასტოპატია, ვიმკურნალე,ტკივილი არ მომიხსნა,მითხრეს ოსტეოქონდროზის ბრალიაო,დიდი ხანია მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი,შეიძლება თუ არა ეს ჩივილები ახასიათებდეს ოსტეოქონდროზს და არი თუ არა საშიში,რიმელ ექიმთან და რა კვლევები უნდა ჩავიტარო რომ დავადგინო სწორი დიაგნოზი
პასუხი:

მოგესალმებით, 

ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებით აიხსნება.

კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.

ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

უფასო კონსულტაციით სარგებლობისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა