კისრის ოსტეოქონდროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა!რამდენიმე წლის წინ დამიდგინეს ოსტეოქონდროზი(კისრის).ჩავიტარე მკურნალობა.ამ ბოლო პერიოდში დამეწყო ბეჭის ტკივილი,რომელიც გადადის მკლავებისკენ..განსაკუთრებით მარცხენა მკლავის.მოკლედ რომ აღვწერო მიჭირს ხელების უკან წაღება,დოინჯის გაკეთება.რა გამოკვლევაა საჭირო რომ ჩავიტარო ან რა პეპარატები შემიძლია მივიღო მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულებიდან გამომდინარეობს.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვია ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.  

osteoqondrozi


აღნიშნული დაავადების გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას.
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
დიაგნოსტირებისთვის და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რომელზეც შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias/20575

მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.


სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა