მოგესალმებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, სასწავლო პროცესში, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს სამედიცინო მანიპულაციებს და ოპერაციებს სასწავლო- კლინიკურ ბაზაზე, მისი უშუალო პედაგოგის ზედამხედველობით, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში კი, კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებითა და შინაგანაწესის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ამასთან აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, რაც ითვალისწინებს პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას, მისი სწავლების ობიექტად გამოყენებისთვის.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი კვალიფიციური კადრის აღზრდას, სტუდენტობის პირველივე წლიდან შესაძლებელია თქვენი განათლების დონის შესაბამისი სამუშაოს მოძიება, გამოცდილების მატებასთან ერთად პროფესიული წინსვლა. თვალი ადევნეთ მიმდინარე ვაკანსიებს, დასაქმდით ჩვენს კლინიკაში და თქვენ გარანტირებული გაქვთ წარმატებული და პროფესიონალი ექიმის კარიერა!