კითხვა: გამარჯობა. მაქვს მშრალი კოლიტი. წლების განმავლობაში მაწუხებს ყაბზობა და შეკრულობა. ნაწლავების სტიმულაციისათვის რეგულარულად ვხმარობ სენადექსინს. ერთი თვეა, რაც მსხვილი ნაწლავის არეში ვგრძნობ ყრუ ტკივილს. განსაკუთრებით ტკივილი მიძლიერდება დეფეკაციის შემდეგ. რაიმე საშიში პათოლოგია ხომ არ არის?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად „მშრალი კოლიტი“ როგორც ამას ხალხში ეძახიან, არ არსებობს როგორც სამედიცინო დიაგნოზი. სავარაუდოდ საუბარია ფუნქციურ ყაბზობაზე ,რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
კოლიტი სიტყვასიტყვით მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს. ყაბზობა ან დიარეა (ფაღარათი) ძალიან ხშირად ამ ანთებითი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ყაბზობა ხშირად კვების არასწორ რეჟიმსა თუ რაციონს, ცხოვრების უმოძრაო წესს უკავშირდება. გარდა ამისა, ქრონიკული შეკრულობა ზოგჯერ თან სდევს სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, რომელსაც ზოგჯერ ჯირკვლის გადიდება ანუ ჩიყვიც ახლავს თან.
უშუალოდ ნაწლავთა ქრონიკული პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
ნებისმიერ შემთხვევაში. როდესაც ყაბზობა, რომელიც დღეების, მით უმეტეს კვირების განმავლობაში გრძელდება, საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას.
მნიშვნელოვანია გატარდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან,რადგან ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ჰგავს ერთმანეთს.
დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან , რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ უფრო ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili-- 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა